1.სასამართლო მსჯავრდებულს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს და სასჯელის მოუხდელ ნაწილს უფრო მსუბუქი სასჯელით უცვლის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინებით. 1 1 . სასამართლო მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინებით.
2.სასამართლო მსჯავრდებულს რაიმე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით.
3.თუ სასამართლო უარს იტყვის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე, იმავე საკითხებზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის განხილვა შესაძლებელია ყოველ 3 თვეში.
4.სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისას სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №894 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.318 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1399 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.95



