არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვაში, გამომძიებლის ან შეხედულებით ან დამცველის შუამდგომლობით, შეიძლება მონაწილეობდეს ფსიქოლოგი. მას უფლება აქვს, გამომძიებლის ნებართვით, კითხვები დაუსვას ბრალდებულს, ხოლო დაკითხვის დამთავრებისთანავე – გაეცნოს დაკითხვის ოქმს და წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი შენიშვნები. ამ უფლებებს ფსიქოლოგს განუმარტავს არასრულწლოვნის დაკითხვამდე, რის შესახებაც აღნიშნავს დაკითხვის ოქმში. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
