1.იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე სასამართლოს განაჩენში უნდა აღინიშნოს: ა) იურიდიული პირის დასახელება, იურიდიული მისამართი; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზედაც იურიდიულ პირს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; გ) სასჯელის სახე და ზომა, რომელიც იურიდიულ პირს დაენიშნა დანაშაულებრივი ქმედებისათვის, და ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სასჯელის აღსრულება (ლიკვიდაციის დანიშვნის შემთხვევაში – ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები)); დ) სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა; ე) გამოყენებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
