1.სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოტანის თაობაზე შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს: ა) () სახელი, გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი; ბ) ბრალდების ფორმულირება, ესე იგი ინკრიმინირებული ქმედების აღწერა მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხისა თუ საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით; გ) მტკიცებულებანი, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა; დ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული; ე) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის ზომა; ვ) მითითება ამ კოდექსის 679 1 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ ან იმავე მუხლით გათვალისწინებული მთავარი ან მისი მოადგილის მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
