ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის ამოქმედებამდე დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 24 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წარუდგენიათ ახალი ბრალდება. ასეთი ბრალდების წარდგენისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი ბრალდების წარდგენის დღიდან. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 680^7. ბრალდებულად ყოფნის დროებითი ზღვრული ვადა
Редакция №103 Сверено с действующей редакцией · 14 дек. 2018 г.
