საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 78. დამცველი
1. დამცველი არის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის კანონიერ ინტერესებს და უწევს მათ კვალიფიცირებულ იურიდიულ დახმარებას.
2. დამცველად დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია აწარმოოს საადვოკატო საქმიანობა.
3. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს შეზღუდოს ეჭვმიტანილი და ბრალდებული დამცველის არჩევაში.
4. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის თანხმობით, დაცვის განსახორციელებლად შეიძლება დაშვებულ იქნენ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ადვოკატურის სტაჟიორები.
5. (ამოღებულია).
6. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მთელი პროცესის მანძილზე უარი თქვან დამცველის დანიშვნაზე ან დანიშნულ დამცველზე და მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით ან დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. ასეთი უარი დასაშვებია მხოლოდ თვით ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის ინიციატივით. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ შეცვალონ თავიანთი პოზიცია და კვლავ მოითხოვონ დამცველის დანიშვნა ან მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის მოთხოვნა საქმეში მონაწილე მათი დამცველის შეცვლის ან ახალი დამცველის მოწვევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, თუ დამცველის შეცვლა ანდა ახალი დამცველის მოწვევა მიზნად არ ისახავს პროცესის გაჭიანურებას ან პროცესის სხვა მონაწილისათვის ხელის შეშლას მის უფლებამოსილებათა განხორციელებაში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1284 - სსმ I, №11, 24.06.2009წ., მუხ.45
