არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Статья 28. არასრულწლოვნის დაცვა
Редакция №28 Сверено с действующей редакцией · 26 июн. 2025 г.
1. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დამოუკიდებლად შეარჩიოს და მოიწვიოს ადვოკატი.
2. თუ არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს/გამართლებულს ადვოკატი არ ჰყავს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი პირი დაუყოვნებლივ მიმართავს იურიდიული დახმარების სამსახურს მისთვის ადვოკატის დაუყოვნებლივ დანიშვნის მოთხოვნით.
