1.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული დაკავებულია, მას ეძლევა შესაძლებლობა, დაკავების მომენტიდან 6 საათის ვადაში შეარჩიოს და მოიწვიოს მისთვის სასურველი დამცველი. თუ ამ ვადაში ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიერ შერჩეული დამცველი ვერ გამოცხადდება, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან შესთავაზონ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს დამცველის დანიშვნა. ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, რომლებმაც უარი განაცხადეს დამცველის დანიშვნაზე, უფლება აქვთ მათ მიერ არჩეული დამცველის გამოცხადებამდე დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. თუ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის დაკავებისას გამოვლინდა ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, გამომძიებელს, პროკურორს უფლება არა აქვთ მიიღონ დაკავებული ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის უარი დამცველის დანიშვნაზე და ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაუნიშნონ მას დამცველი.
3.გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს მოთხოვნა დამცველის დანიშვნით გამოყოფის შესახებ სავალდებულოა ადვოკატთა გაერთიანებებისათვის. დამცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს დაკავებულის ან დაპატიმრებულის პირველ დაკითხვაზე, თუ მას ეს დროულად შეატყობინეს. დანარჩენ შემთხვევებში ადვოკატთა გაერთიანების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს ადვოკატის გამოცხადება მოთხოვნაში მითითებულ ვადაში. არასაპატიო მიზეზით ამ მოთხოვნის შეუსრულებლობას მოსდევს ადვოკატთა გაერთიანებისა თუ კონკრეტული ადვოკატის მიმართ სასამართლო წესით მატერიალური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება.
4.გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს განუმარტონ, რომ დამცველის მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც მათ უფლება აქვთ, არ მისცენ ჩვენება.
5.თუ არჩეული ან დანიშნული დამცველი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას ვერ იღებს, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო დამცველს, გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. გადადებისთანავე გამომძიებელი, პროკურორი იწვევს სხვა დამცველს, თუ დაცვა სავალდებულოა, ხოლო სხვა შემთხვევაში დადგენილი ვადის გასვლისთანავე ატარებს საგამოძიებო მოქმედებას დამცველის მონაწილეობის გარეშე.
6.ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს რეკომენდაცია გაუწიოს კონკრეტულ დამცველს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, მათი ნათესავებისა და ახლობლების წინაშე.
7.დამცველის შეცვლა ან ახალი დამცველის მოწვევა არ დაიშვება, თუ შეცვლა მიზნად ისახავს სამართალწარმოების გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას. დამცველის შეცვლაზე ან ახალი დამცველის მოწვევაზე უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელს პროკურორის თანხმობით გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 5 დღის ვადაში. ზემდგომი პროკურორი ვალდებულია ასეთი საჩივარი განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლოში საქმის განხილვისას იმავე შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება).
8.სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის მხარის მიერ მოწვეული დამცველის რაოდენობა პროცესის მწარმოებელმა ორგანომ შეიძლება შეზღუდოს გონივრულ ფარგლებში, თუ შეზღუდვა მიზნად ისახავს პროცესის უსაფუძვლოდ გაჭიანურების თავიდან აცილებას. იმავდროულად მხარისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კანონით მინიჭებული დაცვის უფლების სრულფასოვნად განხორციელება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
Изменения, которые прошла эта статья
Specifies the circumstances under which a witness can be excused from testifying.
акт об изменении №26092Not directly amended; previous digest incorrectly included this article.
акт об изменении №31054Defines where criminal proceedings take place and under what laws they are governed.
акт об изменении №29152Clarifies consent requirements related to defense counsel selection.
акт об изменении №12046Clarifies procedures for ensuring legal representation is available within 6 hours of detention, even if the initially chosen lawyer is unavailable.
акт об изменении №32266The change affects phrase within part 5 of Article 83, regarding the right to choose counsel.
акт об изменении №1110037Unspecified change.
акт об изменении №11614Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.