ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში განსაზღვრავს, შეიმუშავებს და ამტკიცებს რაიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმდინარე და პერსპექტიულ პროგნოზებსა და პროგრამებს, საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა კოლექტივების, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინადადებებს; განიხილავს რაიონის ტერიტორიაზე განლაგებულ ზემდგომი დაქვემდებარების საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა პერსპექტიული პროგნოზებისა და პროგრამების პროექტებს იმ ნაწილში, რომელიც ეხება მიწათსარგებლობას, ბუნების დაცვას, მშენებლობას, საბინაო და კომუნალური მეურნეობის განვითარებას, შრომითი რესურსების გამოყენებას, სახალხო მოხმარების საქონლისა და ადგილობრივი სამშენებლო მასალების წარმოებას, მოსახლეობის სოციალურ-კულტურულ, საყოფაცხოვრებო და სხვა მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში შეაქვს თავისი წინადადებები შესაბამის ზემდგომ ორგანოებში; ამტკიცებს რაიონის ბიუჯეტს, აკონტროლებს მის შესრულებას; რაიონის ბიუჯეტის შედგენისას ითვალისწინებს ამომრჩეველთა განაწესებს, საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის შესრულების პროცესში ხელახლა ანაწილებს საბიუჯეტო სახსრებს კარიდან კარში, აგრეთვე ხელახლა ანაწილებს ხელფასის ასიგნებებს ხელფასის დამტკიცებული ფონდის ფარგლებში; ამტკიცებს რაიონის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, რაიონის ბიუჯეტის შესრულებისას დამატებით მიღებულ შემოსავალს, შემოსავლის ნამატ თანხებს, რომლებიც წარმოიშობა წლის დამლევისათვის შემოსავლის გადაჭარბებით შესრულების ან გასვლის ნაწილში გაწეული მომჭირნეობის შედეგად, ახმარს რაიონის მეურნეობისა და სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა დაფინანსებას, მათ შორის კაპიტალურ დაბანდებებს; აყენებს საკითხს რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ბრძანებებისა და განკარგულებების, მიწათსარგებლობის, ბუნების დაცვის, მშენებლობის, საბინაო და კომუნალური მეურნეობის, შრომითი რესურსების გამოყენების, სახალხო მოხმარების საქონლისა და ადგილობრივი სამშენებლო მასალების წარმოების, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების, მომსახურების საკითხებზე ზემდგომი დაქვემდებარების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა იმ ბრძანებებისა და განკარგულებების შესაჩერებლად, რომლებიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ამის შესახებ აცნობებს ზემდგომ ორგანოებს; ისმენს და ამტკიცებს რაიონის პრეფექტის ანგარიშს სამეურნეო წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ. რაიონის საკრებულოს მიერ მიღებულ აქტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, აუქმებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, პრეზიდენტი, ქალაქის საკრებულო, ქალაქის მერი ან სასამართლო.
საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ
Статья 8. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე რაიონის საკრებულო:
Редакция №0 Сверено с действующей редакцией · 31 авг. 1991 г.
