რაიონის საკრებულოს წევრებს - დეპუტატებს ირჩევს მისდამი დაქვემდებარებული ტერიტორიის მოსახლეობა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 3 წლის ვადით „საქართველოს რესპუბლიკის ადგილობრივი ორგანოების - საკრებულოთა არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესით. რაიონის საკრებულო მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის, „სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების - საკრებულოთა სტრუქტურის კომპეტენციის და მუშაობის ორგანიზაციის ზოგადი საწყისების შესახებ“ კანონის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და თავისი რეგლამენტის საფუძველზე, რომელსაც ამტკიცებს ქალაქის საკრებულო. საკრებულო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ექვემდებარება სახელმწიფო ხელისუფლების ზემდგომ ორგანოებს. რაიონის საკრებულო სარგებლობს იურიდიული პირის უფლებით. საკრებულოს ორგანოები და თანამდებობის პირებია: ა) საკრებულოს სესია; ბ) საკრებულოს მდივანი და მდივნის მოადგილე (მოადგილეები), საკრებულოს სამდივნო; გ) საკრებულოს კომისიები.
საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ
Статья 4. ქალაქ თბილისის რაიონის საკრებულო
Редакция №0 Сверено с действующей редакцией · 31 авг. 1991 г.
