საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
Статья 9^1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებები
1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობა საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.
2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებებია: ა) ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; ბ) ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; გ ) ქალაქ თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება , ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა , ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მოსმენა და შეფასება ; დ ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება , მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში ; ე ) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება ; ვ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა და მართვა , დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად ( გამწვანების , დასვენების , სავაჭრო , სამრეწველო და სხვა სპეციალური ზონები ) დაყოფა , მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა ; ზ ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა ; თ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის გაცემა და მიმდინარე მშენებლობებზე ზედამხედველობა ; ი ) ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება , მართვა და რეგულირება ; კ ) გარე ვაჭრობის რეგულირება ; ლ ) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება ; მ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირება, პარკირების ადგილების განსაზღვრა; ქუჩების დასუფთავება, განათება, სანიაღვრე მეურნეობის მოწყობა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა; ნ ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა , მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა ; ო ) სოციალურ - კულტურული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების ( არქივი , ბიბლიოთეკა , მუზეუმი და სხვა ) საქმიანობის ხელშეწყობა ; ო 1 ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; პ ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის სივრცით - ტერიტორიული მოწყობა ; ჟ) დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცება; რ) სახანძრო, სამაშველო და გადაუდებელი სასწრაფო დახმარებებით უზრუნველყოფა; ს ) საგზაო მოძრაობის დაგეგმარება ; ტ ) შეკრებების , მიტინგების , დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ; უ ) დედაქალაქის საკუთრებაში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდება ; ფ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6324) ; ქ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი უფლებამოსილებები.
