ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ
Статья 8^1. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების რეგისტრაცია
1. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონება, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65 1 მუხლის 6 2 და 6 3 პუნქტებით განსაზღვრული ქონებისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ამ კანონის შესაბამისად.
2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65 1 მუხლის 6 2 და 6 3 პუნქტებით განსაზღვრული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო წერილობითი მოთხოვნით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს და წარუდგენს სათანადო დოკუმენტაციას, რაც აღნიშნული ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველია.
3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65 1 მუხლის 6 2 და 6 3 პუნქტებით განსაზღვრული ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო აცნობებს ქონების მმართველს. საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2480 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.385 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6383 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.
