საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
Статья 9. სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივი კომპეტენცია
1. სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივ კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხების კოორდინაცია; ბ) ბუნებათსარგებლობა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვა; დ ) ურბანისტიკისა და მშენებლობის სტრატეგიული პროგრამების შემუშავება და განხილვა ; ე) განათლების, მეცნიერების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტისა და ტურიზმის საკითხების კოორდინაცია; ვ) მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების საკითხების კოორდინაცია; ზ) კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების შედეგების ლიკვიდაცია; თ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ქალაქგანვითარების დაფინანსება; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხები.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ურთიერთშეთანხმებით შეიძლება გადანაწილდეს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებსა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებს შორის.
3. ის ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშობა თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისას და არ წესრიგდება ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5464-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.376 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5291 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.
