Статья 18. სამინისტროს კომპეტენცია
1. სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ტყის მართვის დარგობრივი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) ტყის სფეროში საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) საქართველოს ტყის (გარდა ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე არსებული ტყეებისა) ფუნქციური დანიშნულებით დაყოფა „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის“ შესაბამისად; დ) ტყის აღრიცხვის სისტემის ორგანიზება; ე) ტყის მართვის სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება, ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება; ვ) სახელმწიფო ტყის მართვის გეგმისა და კერძო საკუთრების ტყის მართვის გეგმის დამტკიცება; ზ) ტყის მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და საერთაშორისო პროექტების კოორდინაცია; თ) ტერიტორიისთვის სახელმწიფო, მუნიციპალური ან კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ შუამდგომლობის შემუშავება; ი) ტერიტორიისთვის (გარდა ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე არსებული ტყეებისა) ტყის სტატუსის შეწყვეტის ან ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობის შემუშავება; კ) სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოსი და მუნიციპალური ტყის მართვის ორგანოსი) საქმიანობის სამართლებრივი და დარგობრივი კონტროლის განხორციელება; ლ) ტყის მართვის ორგანოსთვის რეკომენდაციების შემუშავება; მ) ტყის ეროვნული აღრიცხვის განხორციელება.
2. სამინისტრო ხელს უწყობს ტყის ნებაყოფლობითი და დამოუკიდებელი სერტიფიცირების პროცესის დანერგვას.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ტყის კოდექსი
