„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 30. სასაზღვრო რეჟიმი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში
1. სასაზღვრო რეჟიმი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – ნებისმიერი პირისა და ყველა სახის ტრანსპორტის შემოსვლა-გადაადგილება, აგრეთვე სხვა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია პირის, ტრანსპორტის, ტვირთისა და სხვა ქონების გადაადგილებასთან, საზღვრისპირა სარკინიგზო და საავტომობილო სადგურის, საზღვაო პორტის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ფარგლებში განისაზღვრება ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“.
2. სასაზღვრო რეჟიმს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესაბამისად ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით. იმ ადგილებსა და შენობებში, სადაც ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი, დგინდება დამატებითი სარეჟიმო წესები, რომლებიც არეგულირებს საზღვარგარეთიდან შემომსვლელ პირთა და ტრანსპორტის კონტროლს, აგრეთვე მომსახურე პერსონალის დაშვების პრინციპებს.
