„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 9. საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკა
1. საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკას, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.
2. საქართველოს მთავრობა, საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
3. (ამოღებულია).
4. საქართველო სახელმწიფო საზღვრის დადგენისას, სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებით სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობათა რეგულირებისას სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისო მიმოსვლის სამართლებრივი მოწესრიგებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით: ა) საქართველოსა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) ურთიერთხელსაყრელი და ყოველმხრივი თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოებთან; გ) სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დაცვა; დ) სასაზღვრო დავის მშვიდობიანი გადაწყვეტა.
