„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 36. საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემების დაკავების საფუძველი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში მყოფ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემებს აკავებს და ბადრაგის თანხლებით გზავნის უახლოეს პორტში ან სხვა შესაბამის პუნქტში, თუ: ა) გემი იმყოფება დადგენილი წესის შესაბამისად ნაოსნობისათვის დახურულ ზონაში, გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს; ბ) გემში პირთა ჩასხდომა-გადმოსხდომა, აგრეთვე ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვა ხდება იმ ადგილებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“; გ) გემი უკანონოდ ეწევა სარეწ, კვლევით ან ჰიდროგრაფიულ საქმიანობას, ყრის ან მარხავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან წყლის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებსა და დამაბინძურებელ ნარჩენებს, მასალებს ანდა მის სხვა მოქმედებას ზიანი მოაქვს საქართველოსთვის; დ) საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების ნებართვის გარეშე ხდება გემბანიდან ნებისმიერი სახის საფრენი აპარატის აფრენა ან გემბანზე დაფრენა; ე) გემის კაპიტანი არ წარადგენს გემის, ტვირთის, მგზავრებისა და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს; ვ) გემი არ ემორჩილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელთა ან ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ უფლებამოსილ ორგანოთა განკარგულებებს; ზ) გემი არღვევს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ წესებს, საერთაშორისო სამართლის ნორმებს. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222
