Статья 16
Редакция №8 Сверено с действующей редакцией · 4 сент. 2025 г.
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოები ნაპირზე გადასვლას და ნაპირზე ყოფნას უკრძალავენ საზღვარგარეთის გემის ეკიპაჟის იმ წევრებს, რომლებმაც ტერიტორიულ ზღვაში და საქართველოს შიდა წყლებში ყოფნისას, ნავსადგურებში დგომისას ჩაიდინეს სამართალდარღვევა, აგრეთვე პირებს, რომლებსაც დადგენილი წესის მიხედვით აკრძალული აქვთ საქართველოში შემოსვლა.
2. გემის კაპიტნებს სხვა ქვეყნის გემზე ასვლა შეუძლიათ პირადობის მოწმობით ან მეზღვაურის პასპორტით.
