1.განმცხადებელი ვალდებულია, ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე, მიმართოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საქმიანობის რეგისტრაციის მოთხოვნით, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ( www.moe.gov.ge ), შესაბამისი განაცხადის ფორმის ელექტრონულად შევსებისა და გაგზავნის გზით.
2.განაცხადს უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და განსახორციელებელი საქმიანობის შესაბამისად, ამ წესის მე-5-მე-8 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
3.იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობა საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, რეგისტრაციის მიზნით, განაცხადთან ერთად სავალდებულოა მშენებლობის ნებართვის წარდგენა.
4.გარემოსდაცვითი რისკებიდან გამომდინარე, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით სამინისტროს შეუძლია მოსთხოვოს განმცხადებელს დასარეგისტრირებელ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.
5.ერთზე მეტ რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებისას განაცხადი ივსება თითოეული საქმიანობისთვის ცალ-ცალკე.
6.რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობა შესაბამის სუბიექტზე რეგისტრირდება განუსაზღვრელი ვადით. მუხლი 5. ნარჩენების შეგროვების ან/და ტრანსპორტირების რეგისტრაცია ნარჩენების შეგროვების ან/და ტრანსპორტირების რეგისტრაციის მიზნით, განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს: ა) სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი; ბ) ნარჩენების დამუშავების ობიექტთან დადებული ხელშეკრულება.
