Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.მოდის ნარჩენების წარმომქმნელი არის პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება მოდის ნარჩენები. თუ მოდის ნარჩენების წარმომქმნელი უცნობია, წარმომქმნელის ვალდებულებები ეკისრება იმ ტერიტორიის მესაკუთრეს, სადაც მოთავსებულია ასეთი ნარჩენები.
2.მოდის ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოდის ნარჩენებით სხვა ნარჩენების დაბინძურება.
3.2 ტონაზე მეტი ოდენობის ისეთი აკუმულირებული ნარჩენების მფლობელი, რომელიც შეიცავს მოდის ნარჩენებს, ვალდებულია, დაიცვას ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მოთხოვნები.
4.50 კგ-ზე მეტი და 2 ტონაზე ნაკლები მოდის ნარჩენების ან ასეთი ნარჩენების შემცველი ნარჩენების მფლობელი ვალდებულია, ნარჩენების განთავსებამდე ან აღდგენამდე ყოველწლიურად მიაწოდოს სამინისტროს ინფორმაცია ამ აკუმულირებული ნარჩენების სახეობასა და ოდენობასთან დაკავშირებით.
5.მოდის ნარჩენების განთავსება ან აღდგენა დასაშვებია მხოლოდ: ა) ფიზიკურ-ქიმიური დამუშავების გზით (D9); ბ) მიწაზე ინსინერაციით (D10); გ) საწვავად ან ენერგიის მიღების სხვა საშუალებად გამოყენებით (R1), გარდა პოლიქლორირებული ბიფენილების (შემდგომში – პქბ) /პოლიქლორირებული ტერფენილების (შემდგომში – პქტ) შემცველი ნარჩენებისა.
6.აუცილებელია მოდის ნარჩენების ექსპორტი, თუ საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს მისი დამუშავების ტექნიკური ან/და ტექნოლოგიური შესაძლებლობა.
7.დაუშვებელია ისეთი სახის განთავსების ან აღდგენის ოპერაციების განხორციელება, რომელთა შედეგად შესაძლებელია მოხდეს მოდის ნარჩენების რეციკლირება, რეკლამაცია ან ხელახალი გამოყენება.
Изменения, которые прошла эта статья
The change introduces a reporting requirement for entities possessing between 50kg and 2 tons of fashion waste annually, mandating they provide the National Agency with information on the type and quantity of accumulated waste.
акт об изменении №6600494Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.