Статья 13. აზბესტის ნარჩენები
1. აზბესტის ნარჩენების წარმომქმნელი/მფლობელი ვალდებულია, აღნიშნული ნარჩენები მართოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.
2. აზბესტის ნარჩენების მართვასა და დამუშავებაზე ვრცელდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები: ა) დემონტაჟის დროს აუცილებელია აზბესტის ნარჩენების წყლით დანამვა. დემონტაჟით დაკავებული პირი აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი სპეცტანსაცმლით. გამოყენებული დამცავი აღჭურვილობა საჭიროებს აზბესტის ნარჩენების ანალოგიურ მოპყრობას; ბ) აზბესტის ნარჩენები წარმოქმნის ადგილზე ინახება დროებით, სხვა ნარჩენებისგან განცალკევებით; გ) აზბესტის ნარჩენები დაუყოვნებლივ უნდა შეიფუთოს და დაილუქოს 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პლასტიკატის ფენით; დ) შეფუთულ აზბესტის ნარჩენებზე უნდა გაკეთდეს აღნიშვნა სახიფათო ნარჩენების - აზბესტის შემცველობის შესახებ; ე) აზბესტის ნარჩენების ტრანსპორტირება დასაშვებია მხოლოდ დახურული სატრანსპორტო საშუალებით; ვ) შეფუთული აზბესტის ნარჩენები არ მიიჩნევა სახიფათოდ და შესაძლებელია მისი განთავსება არასახიფათო ან სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე, მხოლოდ ასეთი ნარჩენებისთვის გამოყოფილ შესაბამის სექტორში/უჯრედში; ზ) ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია, აწარმოოს აზბესტის ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსების ადგილების აღრიცხვა; თ) დაუშვებელია აზბესტის ნარჩენების აღდგენა.
