Статья 14. მუნიციპალური ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები
1. ნარჩენების წარმომქმნელისთვის ეფექტიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად საჭიროა საკმარისი რაოდენობის, სათანადო დიზაინის მქონე და გამძლე კონტეინერები.
2.მუნიციპალიტეტმა კონტეინერებისადმი მოთხოვნები უნდა განსაზღვროს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა) წარმოქმნილი ნარჩენების მოცულობა - საცხოვრებელი სახლებიდან და ორგანიზაციებიდან, რომლებიც ისარგებლებენ საერთო სარგებლობის კონტეინერით; ბ) მოსახლეობის მიახლოებითი რაოდენობა, რომლებიც ისარგებლებენ ინდივიდუალური კონტეინერებით; გ) კონტეინერში განსათავსებელი ნარჩენების სახეობა და რაოდენობა; დ) კონტეინერების დაცლებს შორის ყველაზე გრძელი ინტერვალი; ე) წარმოქმნილ და კონტეინერებში განთავსებულ ნარჩენებში მოსალოდნელი სეზონური და შემთხვევითი რაოდენობრივი და თვისობრივი ცვლილებები; ვ) კონტეინერების განლაგება და მათი დაშორება ნარჩენების წარმომქმნელებისგან, რომელთაც ისინი უნდა მოემსახურონ; ზ)კონტეინერის ზომა და ტევადობა (მათ შორის რამდენიმე კონტეინერის საჭიროება), რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ოდენობის მუნიციპალური ნარჩენების განთავსებაა საჭირო კონკრეტულ მონაკვეთზე, ასევე რა შეზღუდვები შეიძლება შექმნას შემგროვებელმა ავტომანქანამ და ჩატვირთვის მექანიზმმა; თ) კონტეინერის ტიპი - მასალა, რომლისგანაც იგი დამზადებულია, შემგროვებელი ჯგუფისთვის ხელით მისი ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის სიმარტივე, დაგროვილი ნარჩენების შემგროვებელ ავტომანქანაში ჩატვირთვის მეთოდი. მუნიციპალიტეტებმა უნდა გაითვალისწინონ დიდი მოცულობის კონტეინერები, (მაგალითად, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი საერთო სარგებლობის კონტეინერები, ბაზრებში, საწარმოებში და სხვადასხვა დაწესებულებებში წარმოქმნილი ნარჩენების კონტეინერები) რაც გავლენას იქონიებს შეგროვების პროცესზე და იმაზე, თუ რა ტიპის შემგროვებელი ავტომანქანები იქნება საჭირო კონტეინერების დასაცლელად; ი) კონტეინერის გამძლეობა, რომელიც უზრუნველყოფს კონტეინერზე ნარჩენების შეგროვების პროცესის თანმხლები ხისტი ზემოქმედების პირობებში ექსპლუატაციის ოპტიმალურ ხანგრძლივობას; კ) დატვირთვის მეთოდი - ნარჩენების წარმომქმნელისთვის და სხვა სუბიექტებისთვის, ნარჩენების კონტეინერში ჩაყრის ეფექტიანი მეთოდი; ლ) ნარჩენების იზოლირების მეთოდი, რაც მოიცავს ადვილად გამოყენებად კონტეინერების ხუფებსა და ხუფის რგოლებს, რომელთა დანიშნულებაცაა ნარჩენების იზოლირება და ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების დაშლისას წარმოქმნილი უსიამოვნო სუნის შემცირება.
