Статья 15. შემგროვებელი ავტო მანქანები
1. მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების შეგროვების მომსახურების მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ისეთ შემგროვებელი ავტომანქანის გამოყენება, რომელიც თავსებადია იმ უბნებთან, სადაც ხდება ნარჩენების შეგროვება. რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დიზაინის შემგროვებელი ავტომანქანა უბნების სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორიცაა ვიწრო ან ინტენსიური მოძრაობის მქონე ქუჩები.
2. შემგროვებელი ავტომანქანების შერჩევისას მუნიციპალიტეტმა უნდა გაითვალისწინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 1–ში განსაზღვრული შემდეგი კრიტერიუმები: ა) ნარჩენების შეგროვების მომსახურების არეალის გეოგრაფიული მახასიათებლები; ბ) ნარჩენების სიმკვრივე; გ) ნარჩენების კომპონენტები; დ) ტრანსპორტირების მანძილი და გზის მდგომარეობა/საგზაო მოძრაობის პირობები; ე) ავტომანქანებზე ნარჩენების ჩატვირთვის სიმაღლე და მექანიზმები; ვ) ავტომანქანის ტიპი; ზ) მზა ნაწილები ადგილზე და შენახვისა და რემონტის ხელმისაწვდომობა; თ) გარდამავალი ფაქტორები.
