Статья 18. შეგროვების მარშრუტი
Редакция №2 Сверено с действующей редакцией · 6 авг. 2025 г.
1. მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მარშრუტის ეფექტიანი და ეკონომიური დაგეგმვა.
2. მუნიციპალიტეტმა ნარჩენების შეგროვების მარშრუტის სქემაზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პარამეტრები: ა) შეგროვების მიზნით ავტომანქანის მიერ გავლილი მანძილის შემცირება და შეგროვებული ნარჩენების მასის ზრდა; ბ) მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბანში მოძრაობის ინტენსივობა; გ) ნარჩენების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის გზებსა და ხიდებზე მოძრავი ავტომანქანების წონის შეზღუდვა.
