1.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი ერთობლივად ადგენენ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის პირობებს.
2.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია განსაზღვროს ფისკალური აგენტი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით განსახორციელებელ ოპერაციებზე.
