Статья 5. საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების შესრულების ვალდებულებანი
Редакция №17 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
1. საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიები წარმოადგენს პირობით ვალდებულებებს იმ შემთხვევისათვის, თუ კრედიტის ამღები საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად უუნარო აღმოჩნდება დაფაროს კრედიტი შესაბამისი პროცენტებით.
2. თუ რისკის ფონდის სახსრები არ არის საკმარისი საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიებიდან გამომდინარე სავალდებულო გადახდების განსახორციელებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დადგენილი წესით პარლამენტის წინაშე აყენებს საკითხს რისკის ფონდში არსებული დეფიციტის დაფარვის შესახებ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სახელმწიფო ვალის შესახებ
