ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) თეატრი – შემოქმედებითი გაერთიანება (ან ორგანიზაცია), რომელიც ქმნის სპექტაკლს; ბ) დრამატული თეატრი − თეატრი, სადაც იდგმება დრამატული, ტრაგიკული, კომედიური და სხვა ჟანრის სპექტაკლები, რომელთა ძირითადი გამომსახველობითი საშუალებაა სცენური მოქმედება და სიტყვა; გ) მუსიკალური თეატრი – თეატრი, სადაც წამყვანი დრამატურგიული ფუნქცია ენიჭება მუსიკალურ ხელოვნებას; დ) ოპერისა და ბალეტის თეატრი – თეატრი, სადაც სპექტაკლის ძირითადი გამომსახველობითი საშუალება, სცენურ მოქმედებასთან ერთად, არის ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკა და ქორეოგრაფია; ე) ანტრეპრიზა – თეატრი, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა თეატრალურ პროექტს, მაგრამ არ ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრის დასი; ვ) სარეპერტუარო თეატრი – თეატრი მუდმივმოქმედი თეატრის დასით და რეპერტუარით, რომელსაც არ აქვს მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა; ზ) სარეპერტუარო სტაციონარული თეატრი – თეატრი მუდმივმოქმედი თეატრის დასით, რეპერტუარით და მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობით; თ) თეატრალური ხელოვნება – ხელოვნების სინთეზური დარგი, რომელშიც ცხოვრება აისახება სპექტაკლის საშუალებით და რომელიც აერთიანებს ლიტერატურას (პიესა, ლიბრეტო), სამსახიობო ხელოვნებას, სარეჟისორო ხელოვნებას, მუსიკას, არქიტექტურას, სახვით ხელოვნებას და ქორეოგრაფიას; ი) თეატრალური საქმიანობა – სპექტაკლების შექმნა, გავრცელება და შენახვა; კ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი − თეატრის დასი და შემოქმედებითი საქმიანობის განმახორციელებელი სხვა პირები; ლ) სპექტაკლი – სცენური ხელოვნების ნაწარმოები; მ) დამდგმელი რეჟისორი, დამდგმელი ბალეტმაისტერი, დამდგმელი დირიჟორი – პირი, რომელიც დამოუკიდებელი მხატვრული გადაწყვეტის გზით ქმნის სპექტაკლს; ნ) სამხატვრო ხელმძღვანელი ან მთავარი რეჟისორი − პირი, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას; ო) მთავარი მხატვარი − პირი, რომელიც ქმნის სცენოგრაფიასა და კოსტიუმებს, განსაზღვრავს სპექტაკლის მხატვრულ-ესთეტიკურ მხარეს, პასუხს აგებს სპექტაკლისა და სარეკლამო გაფორმების ხარისხისთვის, ხელმძღვანელობს თეატრის სამხატვრო საამქროს მუშაობას და ხელს უწყობს თეატრში მოწვეული მხატვრების შემოქმედებითი პროცესის განხორციელებას; პ) მთავარი დირიჟორი − პირი, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სადადგმო მუსიკალურ რეპერტუარს; ჟ) მთავარი ბალეტმაისტერი − პირი, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სადადგმო ქორეოგრაფიულ ნაწილს; რ) სარეჟისორო კოლეგია − პროფესიონალი რეჟისორებით დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას; ს) პროფესიული თეატრი – თეატრი, რომლის შემოქმედებითი კოლექტივის ძირითად ბირთვს შეადგენს შესაბამისი უმაღლესი განათლების ან/და თეატრში სამსახიობო მოღვაწეობის გამოცდილების მქონე პირი (პირები); ტ) პროფესიული სახელმწიფო თეატრი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო) ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო; უ) პროფესიული მუნიციპალური თეატრი – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს მუნიციპალიტეტი ან სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული იურიდული პირი; ფ) პროფესიული შერეული თეატრი − კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც ერთდროულად აფუძნებენ სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო და ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები); ქ) პროფესიული კერძო თეატრი – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები); ღ) (ამოღებულია - 01.04.2025, №405); ყ) თეატრის დირექტორი – თეატრის ხელმძღვანელი, რომელიც წარმართავს თეატრის შემოქმედებით, ფინანსურ, ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ტექნიკურ საქმიანობას; შ) სამხატვრო საბჭო – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული, თეატრის საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თეატრის დებულებით (წესდებით); ჩ) სარეკომენდაციო საბჭო – სამინისტროსთან/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან ან მუნიციპალიტეტთან არსებული, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული ორგანო, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი მინისტრის ან მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული დებულებით. საქართველოს 2013 წლის 28 ივნისის კანონი №796 – ვებგვერდი, 15.07.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1626 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3046 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6909- ვებგვერდი, 28.07.2020 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3865 – ვებგვერდი, 15.12.2023წ საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №405 - ვებგვერდი, 03.04.2025წ.
Статья 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
Сравнить редакции
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) თეატრი – შემოქმედებითი გაერთიანება (ან ორგანიზაცია), რომელიც ქმნის სპექტაკლს; ბ) დრამატული თეატრი − თეატრი, სადაც იდგმება დრამატული, ტრაგიკული, კომედიური და სხვა ჟანრის სპექტაკლები, რომელთა ძირითადი გამომსახველობითი საშუალებაა სცენური მოქმედება და სიტყვა; გ) მუსიკალური თეატრი – თეატრი, სადაც წამყვანი დრამატურგიული ფუნქცია ენიჭება მუსიკალურ ხელოვნებას; დ) ოპერისა და ბალეტის თეატრი – თეატრი, სადაც სპექტაკლის ძირითადი გამომსახველობითი საშუალება, სცენურ მოქმედებასთან ერთად, არის ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკა და ქორეოგრაფია; ე) ანტრეპრიზა – თეატრი, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა თეატრალურ პროექტს, მაგრამ არ ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრის დასი; ვ) სარეპერტუარო თეატრი – თეატრი მუდმივმოქმედი თეატრის დასით და რეპერტუარით, რომელსაც არ აქვს მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა; ზ) სარეპერტუარო სტაციონარული თეატრი – თეატრი მუდმივმოქმედი თეატრის დასით, რეპერტუარით და მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობით; თ) თეატრალური ხელოვნება – ხელოვნების სინთეზური დარგი, რომელშიც ცხოვრება აისახება სპექტაკლის საშუალებით და რომელიც აერთიანებს ლიტერატურას (პიესა, ლიბრეტო), სამსახიობო ხელოვნებას, სარეჟისორო ხელოვნებას, მუსიკას, არქიტექტურას, სახვით ხელოვნებას და ქორეოგრაფიას; ი) თეატრალური საქმიანობა – სპექტაკლების შექმნა, გავრცელება და შენახვა; კ) თეატრის დასი – თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი; ლ) სპექტაკლი – სცენური ხელოვნების ნაწარმოები; მ) დამდგმელი რეჟისორი, დამდგმელი ბალეტმაისტერი, დამდგმელი დირიჟორი – პირი, რომელიც დამოუკიდებელი მხატვრული გადაწყვეტის გზით ქმნის სპექტაკლს; ნ) მთავარი რეჟისორი − პირი, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას; ო) მთავარი მხატვარი − პირი, რომელიც ქმნის სცენოგრაფიასა და კოსტიუმებს, განსაზღვრავს სპექტაკლის მხატვრულ-ესთეტიკურ მხარეს, პასუხს აგებს სპექტაკლისა და სარეკლამო გაფორმების ხარისხისთვის, ხელმძღვანელობს თეატრის სამხატვრო საამქროს მუშაობას და ხელს უწყობს თეატრში მოწვეული მხატვრების შემოქმედებითი პროცესის განხორციელებას; პ) მთავარი დირიჟორი − პირი, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სადადგმო მუსიკალურ რეპერტუარს; ჟ) მთავარი ბალეტმაისტერი − პირი, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სადადგმო ქორეოგრაფიულ ნაწილს; რ) სარეჟისორო კოლეგია − პროფესიონალი რეჟისორებით დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას; ს) პროფესიული თეატრი – თეატრი, რომლის შემოქმედებითი კოლექტივის ძირითად ბირთვს შეადგენს შესაბამისი უმაღლესი განათლების ან/და თეატრში სამსახიობო მოღვაწეობის გამოცდილების მქონე პირი (პირები); ტ) პროფესიული სახელმწიფო თეატრი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს საქართველოს კულტურის,განათლების, სპორტისამეცნიერების, კულტურისა და ახალგაზრდობისსპორტის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო) ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო; უ) პროფესიული მუნიციპალური თეატრი – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს მუნიციპალიტეტი ან სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული იურიდული პირი; ფ) პროფესიული შერეული თეატრი − კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც ერთდროულად აფუძნებენ სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო და ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები); ქ) პროფესიული კერძო თეატრი – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები); ღ) სამხატვრო ხელმძღვანელი – თეატრის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც განსაზღვრავს მის შემოქმედებით მიმართულებას და პასუხს აგებს თეატრის ფუნქციონირებისთვის; ყ) თეატრის დირექტორი – პირი, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას; შ) სამხატვრო საბჭო – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული, თეატრის საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თეატრის დებულებით (წესდებით); ჩ) სარეკომენდაციო საბჭო – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ან მუნიციპალიტეტთან არსებული, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული ორგანო, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი მინისტრის ან მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული დებულებით. საქართველოს 2013 წლის 28 ივნისის კანონი №796№ 7 96 – ვებგვერდი, 15.07.2013წ.15 .07.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1626 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3046 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6909- ვებგვერდი, 28.07.2020 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
