Статья 22^1. რეგენტთა საბჭო
1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზედამხედველობის მიზნით იქმნება რეგენტთა საბჭო.
2. რეგენტთა საბჭოს ქმნის, მის დებულებას ამტკიცებს და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. რეგენტთა საბჭოს წევრთა საქმიანობა არაანაზღაურებადია, თუმცა საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გაითვალისწინოს მათი შრომის ანაზღაურება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. რეგენტთა საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობანი, პასუხისმგებლობა, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და რეგენტთა საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგენტთა საბჭოს დებულებით.
5. რეგენტთა საბჭო: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ კოლეგიურ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას. კოლეგიური ორგანოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის ზედიზედ ორჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნიშნავს რეგენტთა საბჭო. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევის წესს ადგენს რეგენტთა საბჭო; ბ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ამასთანავე, დამტკიცებული ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 15 პროცენტზე მეტის ცვლილების შემთხვევაში აუცილებელია რეგენტთა საბჭოს თანხმობა. სხვა ცვლილების შეტანა ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; გ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს წარდგინებით ითანხმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის დირექტორის კანდიდატურას, რომელსაც ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანო; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, რაც არ უნდა იწვევდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას.
6. რეგენტთა საბჭოს წევრზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4381 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №155 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2219 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
უმაღლესი განათლების შესახებ
