1.ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის პროექტს ათანხმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს; ე 1 ) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტების შედგენას და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას ; ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისად რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობით საბჭოს; ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ი) ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
Статья 24. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება
Специалисты в этой области
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.





