Статья 31^1. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება და მართვა
1. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აფუძნებს , მის წესდებას ამტკიცებს და ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ სტრუქტურასა და მართვის ორგანოებს განსაზღვრავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი .
2. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს საპატრიარქოს მიერ გადაეცემა ქონება და დაფუძნების აქტით განისაზღვრება ამ ქონების გამოყენების წესი.
3. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის წესს, მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის გადასვლის წესსა და მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ხარისხის მინიჭების წესს ადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
