Статья 89^5. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აკადემიური ხარისხის მინიჭების წესი
Редакция №126 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უფლებამოსილია 2015 წლის 1 იანვრამდე თავად განსაზღვროს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების სფეროში აკადემიური ხარისხის მინიჭების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და მიანიჭოს აკადემიური ხარისხი მის მიერ განსაზღვრული წესის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
