Статья 31^4. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მართვა და სტრუქტურა
1. საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა, ამ თავით განსაზღვრული შეზღუდვებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლებელია მართოს საერთაშორისო სკოლის მმართველმა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველმა საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. საერთაშორისო სკოლის მმართველი/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი: ა) აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტს; ბ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებასა და სტრუქტურას; დ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებას; ე) ნიშნავს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ) ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს; თ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; კ) განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში; ლ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის აკადემიური პერსონალის, დამხმარე პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სხვა პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, მათი შრომის ანაზღაურების ოდენობებსა და პირობებს; მ) აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას; ნ) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ო) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს; პ) ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებამოსილებას; ჟ) განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს; რ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის საკონსულტაციო ორგანოთა დებულებებსა და სტრუქტურებს.
