1.საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
1.საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი.
3.საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის; ბ) უზრუნველყოფს მინისტრის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას; ბ 1 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს; უფლებამოსილია განახორციელოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების როტაცია; განიხილავს ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სკოლის დირექტორის დასაბუთებულ მიმართვას და იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას; გ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს აძლევს შესაბამის მითითებებს მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით; დ) მინისტრს წარუდგენს გაწეული მუშაობის თაობაზე რეკომენდაციებსა და სტატისტიკურ ანგარიშს; დ 1 ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ინკლუზიური განათლებისა და ფსიქოსოციალური მიმართულებებით განსახორციელებელ ღონისძიებებს; ე) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4204 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2523 - ვებგვერდი, 29.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3663 – ვებგვერდი, 05.12.2023წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.