1.საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: ა) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და მართვის ორგანოები, აგრეთვე დადგინდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები; ბ) პასუხისმგებელია საპოლიციო განათლების სფეროში საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის; გ) უზრუნველყოფს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას; დ) მონაწილეობს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.
