1.
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა და მისი წესდებით გათვალისწინებული სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა საგანმანათლებლო პროგრამები.
3.სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით შეიძლება შეიზღუდოს ან/და განსხვავებულად მოწესრიგდეს ამ კანონით გათვალისწინებული სტუდენტის უფლებები და მოვალეობები.
4.ამ კანონსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.
5.სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის წესდებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურისგან განსხვავებული სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და მართვის ორგანოები, აგრეთვე დადგინდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები.
6.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ფუნქციები, მოვალეობები და საქმიანობის წესი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით შეიძლება ამ კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს.
Изменения, которые прошла эта статья
New article: SSS competence for the state-security higher-ed institution / State Security Academy (statute, funding, special student rules, SSS acts prevail).
акт об изменении №6700262Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.