Статья 89^2. საქართველოში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული სტუდენტების მიერ უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის ღონისძიებები
2012 წელს სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ სტუდენტთა უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობას. ამ პირთა სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით. საქართველოს 2012 წლის 21 დეკემბრის კანონი №141 - ვებგვერდი, 27.12.2012წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
