Статья 89^19. ზოგიერთ პირზე სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნის გავრცელება
ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და 52 1 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნა, უკრაინასა და ისრაელის სახელმწიფოში განხორციელებული საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლიდან ჩაირიცხნენ/ჩაირიცხებიან უკრაინის ან ისრაელის სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
