Статья 63^5. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის არალიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს საპატრიარქომ 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იმ არალიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ნუსხის შედგენა, რომელთა მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. მუხლი 63 6 . საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში აღიარება 1. ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებულია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემულია საქართველოში განხორციელებული იმ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომლის აღიარების განმახორციელებელ უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთანაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გააფორმებს ხელშეკრულებას 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ.
