საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 148. სადავო თანხის გადახდის ვალდებულების შეჩერება
სადავო თანხისა და სანქციების გადახდის ვალდებულება შეჩერებულად ითვლება ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო დავის დაწყების დღიდან საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული, თუმცა ძირითად თანხაზე საურავის დარიცხვა გრძელდება. სადავო თანხისა და სანქციების გადახდევინება ხორციელდება საქალაქო (რაიონული) სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ფარგლებში (არდაკმაყოფილებული სარჩელის ნაწილში) და საგადასახადო ვალდებულების შესრულებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამავე კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
