1.პირის საჩივარში უნდა აღინიშნოს: ა) უფლებამოსილი ორგანოს (შემოსავლების სამსახურის, საბჭოს) დასახელება; ბ) პირის ვინაობა (სახელი და გვარი, დასახელება), (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მისამართი და საკონტაქტო საშუალებები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)); გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების („საგადასახადო მოთხოვნის“, შესაგებლის, უარის) გამომცემი საგადასახადო ორგანოს დასახელება, ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარების თარიღი და მოთხოვნის საგანი; დ) „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულებაზე უარის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, ხოლო სხვა გადაწყვეტილების შემთხვევაში – მისი გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები; ე) მისთვის დართულ მტკიცებულებათა ჩამონათვალი, რომლებიც უნდა ემთხვეოდეს დართულ მტკიცებულებებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი


