საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 233. საერთაშორისო გადაზიდვების დაბეგვრა
1. დღგ - ის ნულოვანი განაკვეთით იბეგრება : ა ) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდება ; ბ ) მგზავრების საერთაშორისო გადაყვანის მომსახურების მიწოდება ; გ ) ამ ნაწილის „ ა “ და „ ბ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდება : გ . ა ) საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის , მგზავრის ან / და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან / მიღებასთან დაკავშირებით აეროპორტების , ნავსადგურების , სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება ; გ . ბ ) საერთაშორისო გადაზიდვების აერო ან საზღვაო სანავიგაციო , სადისპეტჩერო ან / და საინფორმაციო მომსახურება ; გ . გ ) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების საექსპედიტორო მომსახურება ; გ . დ ) საერთაშორისო გადაზიდვების ტვირთისა და ბარგის დოკუმენტაციის მომზადების , ინსპექტირების , დათვალიერების , სატრანსპორტო დამუშავების ( მათ შორის , დატვირთვისა და გადმოტვირთვის ), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება ; გ . ე ) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის მომსახურება ; გ . ვ ) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება , რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში ; გ . ზ ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება .
