საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 257. დასაბეგრი ოპერაციისა და დასაბეგრი იმპორტის დრო
1. საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდებისას ან/და საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება აქციზური საქონლის მიწოდების ან/და საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი.
2. ამ კოდექსის 255-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება აქციზური საქონლის გადაცემის მომენტი.
3. აქციზური საქონლის იმპორტის შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით იმპორტის განხორციელების დრო.
4. ამ კოდექსის 255-ე მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის გამოყენების დაწყების დრო; ბ) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით ექსპორტის განხორციელების დრო; გ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება აქციზური საქონლის მიწოდების მომენტი; დ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება მომსახურების გაწევის მომენტი. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272
