საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 26^2. თავისუფალი საწყობის საწარმო
1. თავისუფალი საწყობის საწარმო არის თავისუფალ საწყობში საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს საწარმო , რომელსაც ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი .
2. უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე საქართველოს საწარმოს მომავალი კალენდარული წლებისათვის , ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი და გაიცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი , გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი ამ მუხლის მე -3 ნაწილის საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას .
3. საწარმოს თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი უქმდება იმ საანგარიშო წლისათვის , როდესაც : ა ) ამ საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი წარადგენს განცხადებას თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსის გაუქმების თაობაზე ( საანგარიშო წლის მითითებით ); ბ ) ამ საწარმოს მიერ თავისუფალ საწყობში შეტანილ უცხოურ საქონელზე განისაზღვრა სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია , გარდა საქონლის განადგურებისა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ , საქონლის გადაცემისა სახელმწიფო საკუთრებაში და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტისა ; გ) ამ საწარმომ განახორციელა სხვა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა თავისუფალ საწყობში ნებადართული საქმიანობისა.
4. თავისუფალი საწყობის საწარმო თავისუფალ საწყობში რეალიზებულ და რეექსპორტირებულ საქონელზე მიღებულ შემოსავალზე ხარჯებს გამოქვითავს ერთობლივ შემოსავალში რეექსპორტირებული საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად .
5. თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსის მინიჭების წესები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით . საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5911 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.31 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
