საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 82. „ საგადასახადო მოთხოვნისა “ და „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ შესრულება
1. გადასახადის გადამხდელმა / საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა „ საგადასახადო მოთხოვნა “ უნდა შეასრულოს მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში , თუ ამ კოდექსით სხვა ვადა არ არის დადგენილი .
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადაში გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ : ა ) დარიცხული თანხის გადაუხდელობისა და ამ კოდექსის 147- ე მუხლის მე -2 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის წარდგენის ან სასამართლოში „ საგადასახადო მოთხოვნაზე “ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები , რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 150- ე მუხლით ; ბ ) დარიცხული თანხის გადაუხდელობისა და ამ ნაწილის „ ა “ ქვეპუნქტში აღნიშნული საჩივრის ან სარჩელის წარუდგენლობის შემთხვევაში , რაც განიხილება საგადასახადო ვალდებულების აღიარებად , მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის XI თავით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში „ საგადასახადო მოთხოვნაზე “ ვადის დაუცველად შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება , ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო .
