საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 81. „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა “
1. „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ არის გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, თუ დადგინდა მისი წარდგენის საფუძვლის არსებობა.
3. „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენის საფუძველია გადასახადის ან/და საურავის ზედმეტად გადახდილი თანხა.
4. „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში“ უნდა აღინიშნოს: ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება და მისამართი; ბ) მისი გაგზავნის (გადაცემის) თარიღი; გ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მისამართი); დ) მისი წარდგენის საფუძვლები; ე) მისი შინაარსი (დაბეგვრის ობიექტი, დარიცხული გადასახადისა და საურავის ოდენობა, ამ მოთხოვნის შესრულების ვადა, გადახდის წესი); ვ ) დავის განხილვის ფორმა ( საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში ).
