თუ გადასახადის გადამხდელი / საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული წლიური საშემოსავლო , ქონების ან მოგების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე წერილობით მიმართავს ვადის გაგრძელების თაობაზე და გადაიხდის იმ დროისათვის მოსალოდნელ გადასახადსაც , დეკლარაციის წარდგენის ვადა ავტომატურად გაგრძელდება 3 თვით . ამ მუხლის თანახმად საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება არ მოქმედებს გადასახადის გადახდის დროზე და არ აჩერებს გადაუხდელ გადასახადზე საურავის დარიცხვას . საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 96. საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება
Редакция №69 Сверено с действующей редакцией · 7 дек. 2010 г.
Темы:Налоговая отчётность
