1.საგადასახადო დეკლარაცია წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის წერილობით ანგარიშგებას მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების, შემოსავლის წყაროების, გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების, საგადასახადო შეღავათების, გამოანგარიშებული გადასახადის თანხის ან/და გადასახადის გამოანგარიშებასა და გადახდასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ.
2.გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ვალდებულია წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ვადაში.
3.გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ვალდებულია ამ კოდექსის დებულებათა შესაბამისად საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაცია თავისი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ინფორმაციის მაგნიტური მატარებლით (დისკეტა, კომპაქტ-დისკი და სხვა) ან ელექტრონული ფოსტით, რომელიც იძლევა ასეთი ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავების შესაძლებლობას.
4.გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს უფლება აქვს პირადად წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში ან გაგზავნოს დაზღვეული საფოსტო გზავნილით. საგადასახადო ორგანოს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს საგადასახადო დეკლარაციის მიღებაზე და იგი ვალდებულია აღნიშნული დეკლარაციის ასლზე დაუსვას ბეჭედი და მიუთითოს მისი მიღების თარიღი. საგადასახადო დეკლარაციის დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის დღედ ჩაითვლება საგადასახადო დეკლარაციის გაგზავნის თარიღი.
5.საერთო-სახელმწიფოებრივ და ადგილობრივ გადასახადებზე საგადასახადო დეკლარაციების ფორმებსა და საგადასახადო დეკლარაციების შევსების წესის შესახებ ინსტრუქციებს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
6.საგადასახადო დეკლარაციას ხელს აწერს გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი.
7.თუ გადასახადის გადამხდელი არ წყვეტს ეკონომიკურ საქმიანობას , გარკვეული პერიოდის განმავლობაში ( დროებით ) აღარ ახორციელებს სამეურნეო ოპერაციებს და ამ პერიოდში უნდა განახორციელოს საგადასახადო ანგარიშგება , მას უფლება აქვს , აღნიშნული პერიოდების მიხედვით არ წარადგინოს საგადასახადო დეკლარაციები ( გაანგარიშებები ), გარდა საშემოსავლო , მოგებისა და ქონების გადასახადების ყოველწლიური დეკლარაციებისა .
8.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, რომლის მიხედვით მისი შემოსავლები, ხარჯები და საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისი პერიოდების მიხედვით ნულის ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომში განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება დაგვიანებით წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციად.
9.ფიზიკურ პირს ( სამეწარმეო - ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის გარდა ), რომელიც მიღებული ერთობლივი წლიური შემოსავლიდან არ ახორციელებს გამოქვითვებს ( გარდა ამ კოდექსის 217- ე მუხლის მე -12 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა ), უფლება აქვს არ წარადგინოს საგადასახადო ორგანოში საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია . ამ შემთხვევაში მის მიერ დადგენილ ვადაში ფაქტობრივად გადახდილი წლიური საშემოსავლო გადასახადის თანხა ჩაითვლება საშემოსავლო გადასახადის მიხედვით დეკლარირებულ საგადასახადო ვალდებულებად . ამასთანავე , თუ დეკლარირება შემდგომში განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით , იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად . საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
