1.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის/ საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე განახორციელოს საგადასახადო კონტროლი მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიმართ გამოიყენოს საგადასახადო კონტროლის ფორმები და მეთოდები მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, გარდა: ა) მიმდინარე კონტროლის პროცედურებისა; ბ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების პროცედურებისა (ამასთან, არააქციზური საქონლის მფლობელ პირს მოსამართლის ბრძანების გარეშე კალენდარული წლის განმავლობაში ინვენტარიზაცია შეიძლება ჩაუტარდეს არა უმეტეს 3-ჯერ); გ) კამერალური საგადასახადო შემოწმებისა; დ) გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმებისა; ე) იმ საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმებისა, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან ან ლიკვიდაციასთან; ვ) ამ კოდექსის 114-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ზ ) ამ კოდექსის 156- ე მუხლის პირველი ნაწილის ან / და 158- ე მუხლის მე -2 ნაწილის საფუძველზე ჩატარებული გასვლითი შემოწმებებისა , თუ გადასახადის გადამხდელი თანახმაა , შემოწმება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე ; თ) საქართველოს საბაჟო კოდექსის XIV 1 თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ი) გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმებისა.
3.მოსამართლე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობის საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანებას გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანო მას წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვით აღნიშნული პირების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების შესახებ.
4.თუ მოსამართლე არ გასცემს ბრძანებას გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობის საგადასახადო შემოწმების შესახებ, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის აღნიშნული შემოწმება არ ჩატარდება.
5.ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის მოსამართლის მიერ განხილვისა და გადაწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.
6.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ან იმ პირის, რომელიც ვალდებულია დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად, საგადასახადო შემოწმება მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შესახებ არსებობს მოსამართლის ბრძანება.
7.მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობის იმავე პერიოდში უკვე შემოწმებული საკითხის ხელახალი შემოწმება , გარდა იმ საკითხებისა , რომელთა მიხედვით , გადასახადის გადამხდელი / საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი უკვე შემოწმებული პერიოდის გადასახადებზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს . საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 თავი XIV მიმდინარე კონტროლის პროცედურები
