საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 114. გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმება
1. ამ კოდექსის 113-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში, საგადასახადო ორგანოს უფროსის წერილობითი ბრძანების საფუძველზე უფლება აქვს წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩაატაროს გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმება.
2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევა დგება, როდესაც საგადასახადო ორგანო ჩათვლის, რომ გადასახადის გადამხდელი გეგმავს, თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას საქართველოდან გასვლით, აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით, საგადასახადო სამართალდარღვევის დამადასტურებული დოკუმენტების განადგურებთ, დამალვით, შესწორებით ან შეცვლით ანდა სხვა ღონისძიებების გატარებით.
3. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან 48 საათში მიმართოს და ნებართვა მიიღოს სასამართლოსაგან საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ.
4. სასამართლოს ნებართვის მიღებამდე საგადასახადო შემოწმების ჯგუფის წევრებს უფლება არა აქვთ დაიწყონ გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების პროცედურები. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ მხოლოდ დალუქონ გადასახადის გადამხდელის ის საგადასახადო დოკუმენტები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც აუცილებელია საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარებისათვის.
