Статья 13. კომისიის ანგარიში
1. კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს მოქმედი წესების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს, გადაწყვიტოს კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება, რომელიც ხორციელდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შერჩეული საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორის მიერ. ამ მუხლით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს გაიღებს კომისია.
2. კომისიის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებს შეეხება, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) რადიომაუწყებლობის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ; ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ; გ) სიხშირეთა გეგმისა და თავისუფალი სიხშირეების შესახებ; დ) გაცემული ლიცენზიების რაოდენობის შესახებ; ე) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ; ვ) გამოყენებული სანქციების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ; ზ) საზოგადოებრივი აზრისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ; თ) კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ; ი) კომისიის ბიუჯეტის შესრულების შესახებ; კ) აუდიტის დასკვნას; ლ) ავტორიზებული მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების შესახებ; მ) მედიაწიგნიერების ხელშესაწყობად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ; ნ) კომისიის მომდევნო წლის საქმიანობის გეგმასა და გასული წლის საქმიანობის გეგმის შესრულების ანგარიშს.
3. კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს. საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1516 - სსმ I, №26, 06.06.2005წ., მუხ.176 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1362 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1928 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3878 - ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მაუწყებლობის შესახებ
